Monday, May 9, 2016

ტრენინგის შეჯამება

   ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგარადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითა სასწავლო კურსსრაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაშიამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილებადარწმუნებული ვარძალიან გამომადგება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვაში,წარმართვასა და მოსწავლეთა სასწავლოპროცესში  ჩართულობის  გაზრდაშივისწავლე პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებითშევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეებიგავეცანი კურსის რესურსებსგანვიხილე პროექტებირომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21- საუკუნის უნარჩვევების განვითარებაში.  ვისწავლე ბლოგებისა და ბუკლეტის შექმნა,   პროექტის გეგმაზე მუშაობაგამოვავლინე სტანდარტით  განსაზღვრული შედეგებიეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩემი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრე მიზანი.  სტანდარტების და მიზნების გათვალისწინება დამეხმარებარომ მოსწავლეები გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ შედეგზე.    ასევე გავეცანი შეფასების  სხავადასხვა მეთოდებსდროში გავწერე შეფასების გეგმადავადგინე  მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგშიჩავსვი სურათები,შევცვალე   ფონებივისწავლე ბლოგში სურათების   ჩასმაბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება.   ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერაშევქმენი მოსწავლისათვის ახალი ბლოგიმივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებითჩავსვი სურათებიგანვიხილეთ გაჯეტები,  გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის.განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკებივისწავლეროგორ დავურთო კომენტარი კოლეგის ბლოგს.   ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვისრაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაშიავტვირთე საქაღალდე Driveშიდა  მივაბი ჩვენს ბლოგს.     ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსე ჩვენი  პროექტიფოტო-მასალაპრეზენტაციები და მოსწავლის
ნიმუშები.ამ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ  რათა სასწავლო პროცესი ჩემი მოსწავლებისათვის უფრო საინტერესო და შინაარსიანი გახდეს.         მე ვფიქრობ ეს ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესოა ყველა მასწავლებლისათვის.
      მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ნაყოფიერი და ღირებული  ტრენინგისათვის!

No comments:

Post a Comment