Sunday, May 8, 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.როგორც ყველა დღემ, დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა.ვიმუშავეთ ბლოგში,ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა,საათისა და ვიდეოს ჩასმა,ასევე pikasa ალბომის გაკეთება.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციები,გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და შევაფასეთ ერთმანეთი. ძალიან მომეწონა ქართული ენის მასწავლებლის ქალბატონ ელენე ბუჩუკურის პროექტი "ისმინე სწავლის მძებნელო".
ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი" ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.ბევრი რამე ვისწავლე,რაც პრაქტიკაში გამომადგება,გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა,პორტფოლიოს შექმნა და პრეზენტაცია.
ტრენინგი საშუალებას აძლევს თითოეულ პედაგოგს იყოს მუდმივ განვითარებისა და პროფესიულ ზრდის პროცესში.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს გამოჩენილი სითბოსა და გულისხმიერებისათვის.
მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და ადამიანურობისათვის, ნაყოფიერი შეხვედრისათვის ვისურვებდი ასეთ ნიჭიერ ტრენერთან სისტემატიურ ტრენინგებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment