ინტელის სასწავლო კურსი
Monday, November 11, 2019
Monday, May 9, 2016
ტრენინგის შეჯამება
ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითა სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში. ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამომადგება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვაში,წარმართვასა და მოსწავლეთა სასწავლოპროცესში ჩართულობის გაზრდაში.
ვისწავლე პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით. შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21- საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე ბლოგებისა
და ბუკლეტის შექმნა, პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით
განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩემი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,
განვსაზღვრე მიზანი. სტანდარტების და მიზნების
გათვალისწინება დამეხმარება, რომ მოსწავლეები გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.
ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე
მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები,შევცვალე ფონები, ვისწავლე ბლოგში სურათების ჩასმა, ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, განვიხილეთ გაჯეტები,
გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის.განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დავურთო კომენტარი კოლეგის ბლოგს. ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Driveშიდა მივაბი ჩვენს ბლოგს.
ჩვენს პორტფოლიოზე განვათავსე ჩვენი პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის
ნიმუშები.ამ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ
რათა სასწავლო პროცესი
ჩემი
მოსწავლებისათვის
უფრო
საინტერესო
და
შინაარსიანი
გახდეს.
მე ვფიქრობ ეს ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესოა ყველა მასწავლებლისათვის.
მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ნაყოფიერი და ღირებული ტრენინგისათვის!
მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ნაყოფიერი და ღირებული ტრენინგისათვის!
Sunday, May 8, 2016
ტრენინგის მეცხრე დღე
გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.როგორც ყველა დღემ, დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა.ვიმუშავეთ ბლოგში,ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა,საათისა და ვიდეოს ჩასმა,ასევე pikasa ალბომის გაკეთება.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციები,გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და შევაფასეთ ერთმანეთი. ძალიან მომეწონა ქართული ენის მასწავლებლის ქალბატონ ელენე ბუჩუკურის პროექტი "ისმინე სწავლის მძებნელო".
ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი" ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.ბევრი რამე ვისწავლე,რაც პრაქტიკაში გამომადგება,გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა,პორტფოლიოს შექმნა და პრეზენტაცია.
ტრენინგი საშუალებას აძლევს თითოეულ პედაგოგს იყოს მუდმივ განვითარებისა და პროფესიულ ზრდის პროცესში.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს გამოჩენილი სითბოსა და გულისხმიერებისათვის.
მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და ადამიანურობისათვის, ნაყოფიერი შეხვედრისათვის ვისურვებდი ასეთ ნიჭიერ ტრენერთან სისტემატიურ ტრენინგებს.
ტრენინგის მერვე დღე
1. გავიმეორეთ წინა დღის მასალა
2. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, რომელიც შევინახეთ პროექტის დამხმარეში.
3. ვისწავლეთ ჩვენი მოგროვილი მასალის შენახვა დრაივში, რაც აუცილიბელია იმისთვის რომ ჩვენი პროექტი ავტვირთოთ ბლოგზე.
4. დრაივში შენახული ჩვენი შექმნილი მასალა, პორტფოლიო, გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე და მივანიჭეთ მისამართი.
5. ბლოგზე ავირჩევთ ჩვენთვის სასურველ გაჯეტს, ამ შემთხვევაში ჯაჭვის სიმბოლოანს და დაწკაპებით გამოგვიტანს ფანჯარას........ ატვირთულ პორტფოლიოს თვითონ ენიჭება მისამართი
Sunday, April 24, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა.
გავიგეთ თუ როგორ გავითვალისწინოთ თითოეულ მოსწავლის ინდივიდუალობა.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე
დავზეპეთ ჩვენი საქაღალდე და გავიგზავნთ ჩვენს ელფოსტაზე.ტრენინგი ძალიან
საქმიანი და საინტერესო იყო. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს.
გავიგეთ თუ როგორ გავითვალისწინოთ თითოეულ მოსწავლის ინდივიდუალობა.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე
დავზეპეთ ჩვენი საქაღალდე და გავიგზავნთ ჩვენს ელფოსტაზე.ტრენინგი ძალიან
საქმიანი და საინტერესო იყო. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს.
Saturday, April 23, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. გავეცანით ახალი მასალის გეგმას.
- გამეორება
- მოსწავლი პრეზენტაცია
- გეგმების გადახედვა
- შეფასების რუბრიკები
Sunday, April 17, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლის გამეორებით.გავერკვიეთ APA- ფორმატის შაბლონის არსსა და მნიშვნელობაში.ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი და შევავსეთ იგი ვებ-გვერდების მისამართებით.დავწერეთ და გავაგზავნეთ მეგობრების ბლოგზე კომენტარები.გავიმეორეთ ბლოგის მენიუ,საწყისი გვერდი ,რედაქტირება.ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა: ტექსტის ჩასმა,სურათის მენიუთი მისი დაპატარავება ,გაზრდა ,წაშლა და ა.შ. ვისწავლეთ ასევე ბლოგის დიზაინის შეცვლა, სათაურის შეცვლა,ბლოგის წაშლა,გაჯეტების ჩასმა. საინტერესო და ძალიან შრომატევადი დღე გვქონდა.
Subscribe to:
Posts (Atom)